ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს ხვალ რწმუნებათა სიგელს გადასცემს - ხელისუფლებასა და ოპოზიციას ურთიერთობების მომავალზე განსხვავებული მოლოდინი აქვთ - Palitra News

ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს ხვალ რწმუნებათა სიგელს გადასცემს - ხელისუფლებასა და ოპოზიციას ურთიერთობების მომავალზე განსხვავებული მოლოდინი აქვთ

2026-07-22 20:32:21+04:00

გერმანიაში საქართველოს ელჩი, ალექსანდრე კარტოზია ხვალ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელს გადაცემს. ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ გერმანიის ახალი ელჩის საქართველოში ჩამოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ნორმალურ ჩარჩოებში მოაქცევს. საქარველოს ხელისუფლება გერმანიასთან ურთიერთობების უარყოფით დინამიკას ყოფილ დიპლომატს პიტერ ფიშერს აბრალებს. პესიმისტურად არის განწყობილი ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ვერ გამოსწორდება და ვერ დაუბრუნდება პირვანდელ ნიშნულს, მათივე სიტყვებით ქართული ოცნების რეპრესიული ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.