ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დიპლომატებს სხდომებზე დასწრების ნებართვა არ მისცეს - Palitra News

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დიპლომატებს სხდომებზე დასწრების ნებართვა არ მისცეს

2026-07-22 20:35:26+04:00

ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოდგომიდან განახლდება. ადვოკატ ომარ ფურცელაძის თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი თვიდან განახლდება საქმის განხილვა. მისი თქმით, მოსამართლეს არც ის განუმარტავს, რის გამო გადაიდო სხდომები რამდენიმე თვით. რაც შეეხება საქმის მიმდინარეობას, სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულების მოკვლევის ბოლო ეტაპზეა. როგორც ირკვევა, რამდენიმე სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მახარობლიძეს მიმართეს თხოვნით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს სასამართლო სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა მიეცეთ, რაზეც უარი ეთქვათ. ე.წ საბოტაჟის საქმეზე, საბრალდებო სკამზე რვა პოლიტიკოსი: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ელენე ხოშტარია არიან.