ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. აღნიშნულ საკითხზე საუბრობს „კოალიცია ცვლილებისთვის“გუნდი. გაერთიანებაში ევროკავშირს მოუწოდებენ, სირიის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება განიხილოს. ოპოზიციის შეფასებით, ოფიციალურ დამასკოსთან ურთიერთობების აღდგენის პროცესი შესაძლებლობას ქმნის, გადაიხედოს ბაშარ ასადის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.