ნატა ვიბლიანის საქმეზე ფიგურანტების გამოკითხვები გრძელდება - ქართველი გამომძიებლების კითხვებს ემიგრანტი ვიბლიანი დისტანციურად პასუხობდა. ვიბლიანის ჩვენების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოავლინოის და დაადგინოს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც, ვიბლიანის თქმით, მასზე 9 წლის ასაკიდან სისტემატურად, სექსუალურად ძალადობდნენ. როგორც ნატა ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე ამბობს, საქმეზე ჯერ არავინაა დაკავებული, თუმცა გამოკითხულია საკმაოდ ბევრი ადამიანი. გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.