ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული. სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.