შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმელი პოლიციაში გამოცხადდა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმელი პოლიციაში გამოცხადდა

2026-07-23 09:58:26+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმელი პოლიციაში გამოცხადდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. იუმორისტმა, ონისე ოქრიაშვილმა, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკა უკვე დატოვა. რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას აკრიტიკებენ, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ოქრიაშვილი განმარტავს, რომ მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.