როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში ვახო სანაიას დაკავებას - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში ვახო სანაიას დაკავებას

2026-07-23 09:58:59+04:00

ფეისბუქპოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების საკითხი აქტიურად განიხილება პოლიტიკურ სპექტრში. სანაია, რომელსაც 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გუშინ დააკავეს. ჟურნალისტმა დაკავებამდე განაცხადა, რომ საკუთარი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ აპირებს. მმართველ გუნდში აცხადებენ,რომ საქმე კანონის აღსრულებას ეხება, მაშინ როცა ჟურნალისტების ნაწილი, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები გადაწყვეტილებას მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება საგანგაშო ტენდენციას წარმოადგენს და ვახო სანაიას დაკავება ადასტურებს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება კრიტიკულ მედიას და განსხვავებულ აზრს.