როდიდან განახალდება ე.წ საბოტაჟის საქმის განხილვები სასამართლოში - Palitra News

როდიდან განახალდება ე.წ საბოტაჟის საქმის განხილვები სასამართლოში

2026-07-23 09:59:31+04:00

ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურა გირჩი-ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოდგომიდან განახლდება. ადვოკატ ომარ ფურცელაძის თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი თვიდან განახლდება საქმის განხილვა და რის გამო გადაიდო სხდომები რამდენიმე თვით. რაც შეეხება საქმის მიმდინარეობას, სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულების მოკვლევის ბოლო ეტაპზეა. პროცესის პარალელურად რამდენიმე სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მახარობლიძეს მიმართეს თხოვნით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს სასამართლო სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა მისცემოდათ, რაზეც უარი მიიღეს. საკითხს აქტიურად აფასებენ ოპზოციურ სპექტრში.