გაუმჯობესდება თუ არა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები - Palitra News

გაუმჯობესდება თუ არა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები

2026-07-23 10:00:37+04:00

გაუმჯობესდება თუ არა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები- საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელს დღეს გადაცემს. ალექსანდრე კარტოზიას, რომელიც 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა ელჩად, რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ აქვს გადაცემული და კვლავ ელის აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას.ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ნორმალურ ჩარჩოებში მოაქცევს. საქარველოს ხელისუფლება გერმანიასთან ურთიერთობების უარყოფით დინამიკას ყოფილ დიპლომატს პეტერ ფიშერს აბრალებს. პესიმისტურად არის განწყობილი ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ქართული ოცნების რეპრესიული ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ვერ გამოსწორდება და ვერ დაუბრუნდება პირვანდელ ნიშნულს.