აშშ-სა და ირანს შორის ვითარება კვლავ და ძაბულია. ზედიზედ მე-12 ღამეა, რაც აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებს ახორციელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა მთავარსარდლის მითითებით, ირანის სამხედრო ობიექტებზე დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყო. დარტყმების პარალელურად - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი შეთანხმების დასადებად მზად არ არის. მისივე თქმით, ირანულ მხარეს შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ ამისთვის მზად არ არის. საპასუხოდ ირანის მხარე აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია, მათ შორის ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ძლიერ და გადამწყვეტ პასუხს გამოიწვევს.