ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლო.უკრაინული მედიის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას ევროკავშირის ელჩები 23 ივლისს კიდევ ერთხელ შეეცდებიან.მედიის ცნობით, 22 ივლისს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დღის წესრიგში პირველი საკითხი სანქციების 21-ე პაკეტი იყო, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და გადაწყდა, რომ განხილვა საღამოსთვის, დღის ბოლო საკითხად გადაეტანათ. დისკუსიის შემდეგ, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, განხილვის შეწყვეტა და მომდევნო დღისთვის გადადება გადაწყდა.ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა ვერც 15 ივლისს შეძლო გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებაზე. სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ექსპორტისა და ქვეყნის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ. ასევე მოიცავს მექანიზმს, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო ფასის ხელოვნურად დაბალ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად.