Reuters - იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის ნავთობტანკერებს დაარტყეს - Palitra News

Reuters - იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის ნავთობტანკერებს დაარტყეს

2026-07-23 10:03:29+04:00

იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის ნავთობტანკერებს დაარტყეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჰუსიტების“ განცხადებით, საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში ორ ნავთობტანკერს, „ენსელიასა“ და „ლეილას“ შეუტიეს.

Reuters-ი წერს, რომ „ჰუსიტების“ მიერ ნავთობტანკერებზე იერიშები ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით ახალ პრობლემებს შექმნის.

იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადეს.

საზღვაო ბლოკადის გამოცხადების შემდეგ ხუთმა ნავთობტანკერმა ბაბ-ელ-მანდების სრუტის გვერდის ავლის მიზნით წითელ ზღვაში კურსი შეიცვალა, ხოლო საუდის არაბეთის ნავთობით დატვირთული სამი ტანკერი უკან დაბრუნდა.