სამართალდამცველებმა ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. იუმორისტმა, ონისე ოქრიაშვილმა, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკა გუშინ გვიან ღამითვე დატოვა. მომხდარს წინ უძღოდა, ოქრიაშვილის მხრიდან, ერთ-ერთ პოდკასტში გაჟღერებული განცხადა. კერძოდ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას აკრიტიკებენ, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ოქრიაშვილი განმარტავს, რომ მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.