უკრაინა რუსეთის სიღრმეში შორი მოქმედების ოპერაციებს აგრძელებს. ბოლო დღეებში დრონებით შეტევების სამიზნე კრასნოდარის ენერგეტიკული ჰაბი და მოსკოვის რეგიონი გახდა. საპასუხოდ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო და უპილოტო იერიშები განაახლა. კიევი აცხადებს, რომ ზეწოლას რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გააძლიერებს, ხოლო მოსკოვი ირწმუნება, რომ ყველა დასახულ სამხედრო სამიზნეს წარმატებით დაარტყა. ამ ფონზე კი დიპლოამტიური მცდელობები გრძელდება