ქართული სცენის დედოფალი, ნანი ბრეგვაძე, 90 წლისაა. ამ თარიღთან დაკავშირებით „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მხარდაჭერით საიუბილეო საღამო გაიმართა. კონცერტს შატო მუხრანმა უმასპინძლა. საღამოზე ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ და ნატალია ქუთათელაძემ ყველასათვის ცნობილი სიმღერები შეასრულეს. მათთან ერთად საიუბილეო საღამოს მონაწილეები იყვნენ მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, გიორგი ცაგარელი, ლაშა დეისაძე, ნიკალა ზუბიაშვილი და სხვები. კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს ნანი ბრეგვაძის სასცენო სამოსის სპეციალურად იუბილესთვის შექმნილი რეტროსპექტული გამოფენის დათვალიერებაც შეეძლოთ.