კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 68%-ით გაიზარდა და - Palitra News

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 68%-ით გაიზარდა და

2026-07-23 13:53:06+04:00

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 68%-ით გაიზარდა და მხოლოდ წელს იანვარ-ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 990 165 ლარის აკუმულირება მოხდა. ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს, 6 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან 2026 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში 297 567 586 ლარი შევიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში კი 174 588 123 ლარი. ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.