ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი გამოხატული აქვთ ჩვენი რეგიონის - სამხრეთ კავკასიის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ასევე ევროპულ სუბიექტებს, ამ შემთხვევაში ძირითადად კერძო კომპანიებს - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი გამოხატული აქვთ ჩვენი რეგიონის - სამხრეთ კავკასიის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ასევე ევროპულ სუბიექტებს, ამ შემთხვევაში ძირითადად კერძო კომპანიებს

2026-07-23 14:48:42+04:00

ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი გამოხატული აქვთ ჩვენი რეგიონის, სამხრეთ კავკასიის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ევროპულ სუბიექტებს, ძირითადად ამ შემთხვევაში კერძო კომპანიებს - ახალი მოდელი ოპტიმალურია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ინტერესების დაცვა - პროექტი იქნება მთლიანად ქართული და ამასთან ერთად, ეს მოდელი საშუალებას გვაძლევს, რომ მრავალი სუბიექტი ჩავრთოთ მის ფუნქციონირებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 200 მილიონ დოლარზე მეტი იყო ამ ხელშეკრულების ღირებულება და მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა და სამინისტრომ აწარმოა, ხელშეკრულების ღირებულება 50 მილიონი დოლარით შემცირდა.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ვესაუბროთ იმისათვის, რომ ეფექტიანად უზრუნველვყოთ ამ პორტის ამოქმედება. პორტის ფუნქციონირებისთვის მთავარია ტვირთების მოზიდვა. ვინც უკეთესს პირობებს შემოგვთავაზებს, მასთან დავამყარებთ შესაბამისს ურთიერთობებს.

მიხარია, რომ განახლებული ენერგიითა და სწრაფი ტემპით განახლდა მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ჩვენ გარკვეული პაუზა გვქონდა, რაც ხელშეკრულების გადახედვასთან იყო დაკავშირებული. 200 მილიონ დოლარზე მეტი იყო ამ ხელშეკრულების ღირებულება და მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა და სამინისტრომ აწარმოა, 50 მილიონი დოლარით შემცირდა. იყო სივრცე ხარჯების შემცირებისთვის და მაქსიმალურად დავზოგეთ საბიუჯეტო ხარჯები.

ახალი მოდელი ოპტიმალურია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ინტერესების დაცვა - პროექტი იქნება მთლიანად ქართული და ამასთან ერთად, ეს მოდელი საშუალებას გვაძლევს, რომ მრავალი სუბიექტი ჩავრთოთ მის ფუნქციონირებაში - დაინტერესებული მხარეები, სახელმწიფოები და კომპანიები.

უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა და ტვირთების მაქსიმალურად ეფექტიანად მოზიდვა და შესაბამისად ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შემოგვთავაზა და რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა Land lord-ის მოდელით განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება. მისივე თქმით, ტერმინალები, რომელიც როგორც მშრალი, ასევე საკონტეინერო ტვირთისთვის იქნება, იჯარით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემა.

ქვრივიშვილის განცხადების თანახმად, 2029 წელს ანაკლიის პორტი პირველ გემს მიიღებს.