გაუმჯობესდება თუ არა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები- საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიამ მთავრობის მეთაურის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ალექსანდრე კარტოზია ელჩად, 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა, თუმცა რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ ჰქონდა გადაცემული. ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ნორმალურ ჩარჩოებში მოაქცევს. საქარველოს ხელისუფლება გერმანიასთან ურთიერთობების უარყოფით დინამიკას ყოფილ დიპლომატს პეტერ ფიშერს აბრალებს. პესიმისტურად არის განწყობილი ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ქართული ოცნების რეპრესიული ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ვერ გამოსწორდება და ვერ დაუბრუნდება პირვანდელ ნიშნულს.