აშშ-ის სახელმწიფო მდვიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალი იდეებია საჭირო. მარკო რუბიოს თქმით, აშშ მზად არის უკრაინაში ომის დასრულების მიზნით თავისი ძალა და გავლენა გამოიყენოს. შეხვედრა ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შედგა. რუბიოსა და ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 37 წუთს გაგრძელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა „აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობის საკითხი“ განიხილეს.