სასამართლომ ირაკლი ჩიმაკაძის მიმართ საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარის გამო მალხაზ მაჩალიკაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა - Palitra News

სასამართლომ ირაკლი ჩიმაკაძის მიმართ საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარის გამო მალხაზ მაჩალიკაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა

2026-07-23 16:26:31+04:00

თელავის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჩიმაკაძის მისამართით, „საჯარო სივრცეში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მაჩალიკაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

სასამართლო პროცესს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა.