სამტრედიაში, სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა - Palitra News

სამტრედიაში, სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა

2026-07-23 18:23:16+04:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციას აგებდნენ, რომელიც ჩამოიშალა და ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.