17 წლის ვაჟკაცი ჩადეს მიწაში! როგორ სდუმხართ?! თქვენი შვილი რომ იყოს, როგორ მოიქცეოდით?! ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს! უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი?! - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ვერაზე მომხდარ მკვლელობას.
ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან „სიკვდილი და რეჟიმი მოდის ყველასთან!“
„სისხლი მეყინება, ამ რვა კვადრატში მთელი დღეა ბოლთას ვცემ, კედლებს ვაწყდები! როგორ შეგვაგუა ამ ბოროტებას?! როგორ დაგვიჩლუნგდა ემოციები?! მკვლელები გარეთ არიან და მთავარია სანაია, ხაბეიშვილი, ამაღლობელი, ხოშტარია, სააკაშვილი ციხეში იყოს. „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!
იძახეთ ახლა, რომ აპოლიტიკურები ხართ, სიკვდილი და რეჟიმი მოდის ყველასთან! სახლებში, ეზოებში, უბნებში... ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!! შენ გენაცვალე ვაჟკაცო, ლამაზო, გაზრდილო შვილო! როგორ მინდა რამე შემეძლოს და შენ დღეს, შენ დედას ეხუტებოდე გულში და არა იმ მდგომარეობაში როგორშიც ახლა ხარ... სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ამ ვაჟკაცის გარდაცვალებას. აზრზე მოდით, თორემ უკვე გვიანდება”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.