ჯო უილსონი - ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმის ესკალაციას - ყველა ვარიანტი განიხილება - Palitra News

ჯო უილსონი - ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმის ესკალაციას - ყველა ვარიანტი განიხილება

2026-07-23 19:50:20+04:00

ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

კონგრესმენის თქმით, ყველა ვარიანტი განიხილება. უილსონი „ქართულ ოცნებას“ გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციაში ადანაშაულებს.

“ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციას! ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ. ყველა ვარიანტი განიხილება!” - წერს უილსონი.