რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციების რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია.
ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში.
“მეტიც, ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის 3 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, დიდ ბელარუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, და ასევე კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის შეიქმნა. დამატებით, [სანქციების] პაკეტი ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები რუსეთში და მესამე ქვეყნებში დასანქცირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც ამუშავებენ და გადაამუშავებენ რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს. ამ ჩარჩოში, ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს - რომლებიც ძალაში ექვს თვეში შევა - ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობის ვაჭრობს და მას ამუშავებს ყულევში. მეტიც, ევროკავშირმა ხუთი ნავთობტრეიდერი დაამატა იმ სუბიექტებს, რომლებსაც ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისრათ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვის გამო,” - ნათქვამია განცხადებაში.