ონისე ოქრიაშვილი ამბობს, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოიღეს - როგორია საქმის პოლიტიკრი შეფასებები - Palitra News

ონისე ოქრიაშვილი ამბობს, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოიღეს - როგორია საქმის პოლიტიკრი შეფასებები

2026-07-23 21:12:00+04:00

ონისე ოქრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მომხდარ ძალადობას გმობს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურების შეურაცხყოფა ბევრისთვის მიუღებელია და მსგავს ქმედებებს შესაძლოა გარკვეული რეაქცია მოჰყვეს. მისივე შეფასებით, კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი ფორმით, ხოლო მედიას თავდასხმაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას არასწორად მიიჩნევს.

თავდასხმას წინ უძღოდა ონისე ოქრიაშვილის პოდკასტში გაკეთებული კომენტარი ნოდარ დუმბაძის შესახებ, რომელიც საზოგადოების ნაწილმა შეურაცხმყოფელად შეაფასა. თავად ოქრიაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეო კონტექსტიდან არის ამოღებული და მწერლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია - მხოლოდ აბსურდული პერსონაჟი განასახიერა, რომელსაც ჰიპოთეზურად ნოდარ დუმბაძე სძულდა. საქმეზე სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავეს.