ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე ბრალდებული ნიკა კაპანაძე მკურნალობას ალადაშვილის ქირურგიულ განყოფილებაში გადის და ის კონტაქტურ მდგომარეობაშია. როგორც ირკვევა, ის წარსულში ნასამართლევია, ამასთან, არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის მკურნალობას შესაბამის კლინიკაში გადიოდა. გუშინდელი შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, ხოლო ერთ-ერთი დაჭრილი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ვერსიით, დაპირისპირება თავდაპირველად დაკავებულის დედასა და დაზარალებულებს შორის დაიწყო. ავტომობილში მყოფი 4 პირიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სამმა მიიღო, მძღოლი კი არ დაშავებულა. კიდევ ერთი დაშავებული ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც შემთხვევითი ტყვია მოხვდა.