რუსეთის რამდენიმე რეგიონში უკრაინული დრონების შეტევის შესახებ იუწყებიან - Palitra News

რუსეთის რამდენიმე რეგიონში უკრაინული დრონების შეტევის შესახებ იუწყებიან

2026-07-23 21:26:29+04:00

უკრაინულმა ძალებმა დრონებით რუსეთის რამდენიმე რეგიონში მდებარე სამხედრო და ლოგისტიკურ ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქალაქ ვორონეჟში მდებარე „ვაილდბერისის“ ლოგისტიკური ცენტრი იყო. ბოლო პერიოდში ამ კომპანიის საწყობები უკრაინული შეტევების სამიზნე არაერთხელ გახდა, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასევე მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში. ღამის განმავლობაში დარტყმები განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზეც - ულიანოვსკის ოლქში, ნოვოსპასკოეს დასახლებაში მდებარე ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, შეტევა კი ტუიმაზის მიმართულებითაც განხორციელდა.