დონალდ ტრამპი - გემებისთვის მიყენებული ზარალი ირანის იმ ფულით დაიფარება, რომელსაც აშშ აკონტროლებს - Palitra News

დონალდ ტრამპი - გემებისთვის მიყენებული ზარალი ირანის იმ ფულით დაიფარება, რომელსაც აშშ აკონტროლებს

2026-07-24 08:59:46+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გემების ან ტვირთისთვის მიყენებული ნებისმიერი ზარალი დაიფარება ირანის იმ ფულადი სახსრებით, რომელსაც შეერთებული შტატები აკონტროლებს.

ტრამპის განცხადებით, ასეთი ზარალი შესაძლოა ძალიან დიდი იყოს, თუმცა ეს არის ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება.

„ეს განცხადება ძალაში დარჩეს შემდგომ შეტყობინებამდე. ამიერიდან, გემებისთვის, ტვირთისთვის ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებისთვის მიყენებული ყველა ზარალი ანაზღაურდება იმ ირანული ფულით, რომელიც შეერთებული შტატების განკარგულებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. ასეთი ზარალი შესაძლოა ძალიან დიდი იყოს, თუმცა ეს არის ყველაზე სამართლიანი ქმედებაა“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.