სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის პროცესზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს - Palitra News

სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის პროცესზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

2026-07-24 02:13:19+04:00

სახელმწიფო ელექტროსისტემა განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის პროცესზე.

"ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს. ასევე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.