სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის სამი პირი დააკავეს - Palitra News

სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის სამი პირი დააკავეს

2026-07-24 12:38:15+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 ავტომატი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.