ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში - Palitra News

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში

2026-07-24 12:39:07+04:00

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. განცხადების თანახმად, ევროკავშირმა ხუთი ნავთობთრეიდერი დაამატა იმ სუბიექტებს, რომლებსაც ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისრათ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვის გამო.