ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა - Palitra News

ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

2026-07-24 12:41:32+04:00

ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. 2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შეხვედრა ამჯერად ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან საარჩევნო პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, არჩევნების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაციის ფლობის აუცილებლობასა და ამომრჩევლის როლის შესახებ ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მიმოიხილა 2024 - 2025 წლების საერთო არჩევნები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს, მათ უპირატესობებსა და იმ გამოცდილებას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული სისტემის წარმატებით დანერგვამდე და დანერგვის პროცესში დააგროვა. საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლების, ინფორმირებულობისა და დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის გაძლიერებას.