აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დაამტკიცა ჩანაწერი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შეფასებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თავდაცვის უწყებამ საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა მოამზადონ, რომელიც ვაშინგტონის სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრას საფუძვლად დაედება. კანონპროექტი განსახილველად სენატს გადაეცემა, საბოლოოდ კი მას პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი. ინიციატივას საქართველოში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა - ხელისუფლებაში პროცესს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს დოკუმენტი აშშ-ის მომავალ პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. როგორ იმოქმედებს აღნიშნული პროცესი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით.