ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულმა ღვარცოფმა 2 სახლი დატბორა და 1 ავტომობილი დააზიანა - Palitra News

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულმა ღვარცოფმა 2 სახლი დატბორა და 1 ავტომობილი დააზიანა

2026-07-24 15:47:01+04:00

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულმა ღვარცოფმა 2 სახლი დატბორა და 1 ავტომობილი დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა გზის გაწმენდაზე მუშაობდა, რის შემდეგაც მოძრაობა სრულად აღდგა. სოფელ შოყაში სტიქიას ზიანი არ მიუყენებია, ხოლო გომაროში ერთ-ერთი დაზიანებული სახლი დაუსახლებელი იყო. ამჟამად ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან, სპეციალური კომისია კი მიყენებული ზარალის ოდენობას შეაფასებს.