დავით მათიკაშვილი - ყულევის ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ აქვს - ვიმედოვნებთ, ტერმინალის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია იქნება და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, რომ სანქცია თავიდან იყოს არიდებული - Palitra News

დავით მათიკაშვილი - ყულევის ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ აქვს - ვიმედოვნებთ, ტერმინალის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია იქნება და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, რომ სანქცია თავიდან იყოს არიდებული

2026-07-24 15:45:48+04:00

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ამ გადაწყვეტილებით, საწარმოსთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე აკრძალვა დაწესდება, რომელიც 6 თვის შემდეგ ამოქმედდება. ევროკავშირის განცხადებით, შეზღუდვები იმ ზომების ნაწილია, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებულ კომპანიებს ეხება. სანქცირებულთა სიას კიდევ 5 ნავთობით მოვაჭრე სუბიექტიც დაემატა.