27 ივლისიდან რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვებს აამოქმედებს. „როს სელ ხოზ ნადზორის“ ინფორმაციით, ინსპექტირებისას სომხურ საწარმოებში არაერთი დარღვევა გამოვლინდა. უწყება აცხადებს, რომ ზოგ შემთხვევაში წარმოებაში დაავადებული პირუტყვისგან მიღებული რძე გამოიყენებოდა, ასევე რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქციაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გარეთ წარმოებული ნედლეულიც ფიქსირდებოდა. მოსკოვში განმარტავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ბაზარზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციას ემსახურება.