თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა - Palitra News

თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

2026-07-24 16:49:22+04:00

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან ვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით,გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გულისხმობს.