რუსეთმა უკრაინაში ლატვიის საპატიო საკონსულო დაბომბა - Palitra News

რუსეთმა უკრაინაში ლატვიის საპატიო საკონსულო დაბომბა

2026-07-24 18:09:24+04:00

რუსეთმა უკრაინაში ლატვიის საპატიო საკონსულო დაბომბა.

ამის შესახებ განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

“აღშფოთებით ვადასტურებ, რომ ლატვიის საპატიო საკონსულო სლოვიანსკში რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოყვა. შევატყობინე ევროკავშირისა და ნატოს მინისტრებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. რუსეთს შენობების განადგურება შეუძლია, არა უკრაინის ნების და ლატვიის მხარდაჭერის,” - წერს ბრაჟე.