ევროკომისია ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და 6 თვის ვადას აძლევს იმისთვის, რათა მოახდინონ რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია - ინფორმაცია ევროკომისიის პრესსპიკერმა, შივონ მაკგარიმ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პლატფორმების შეტანასთან დაკავშირებით გაავრცელა. მანამდე ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, გადაწყვეტილებას გადახედონ და დააზუსტონ ყველა საკითხი, ვიდრე ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირის სატრანზაქციო აკრძალვა ამოქმედდება. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყულევის ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ აქვს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ქართული ოცნების განცხადებების არ სჯერა ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყულევის ქარხანა რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს.