17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალდება 4 მუხლით წარედგინა - Palitra News

17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალდება 4 მუხლით წარედგინა

2026-07-24 20:48:59+04:00

საქართველოს პროკურატურის თანახმად, ბრალდება საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე წარუდგინა.

რაც შეეხება მომხდარის გარემოებებს, გამოძიების თანახად, შანიძის ქუჩაზე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, ისინი ავტომანქანაში ჩასხდნენ და გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა იარაღიდან მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ივლისს დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.