რატომ შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება ისევ მთელი ქვეყნის მასშტაბით - Palitra News

რატომ შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება ისევ მთელი ქვეყნის მასშტაბით

2026-07-25 12:42:59+04:00

დღეს დილით საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთით კვლავ ავარიულად შეწყდა - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ავარიული გათიშვა დაახლოებით დილის 08:00 საათზე დაფიქსირდა. აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო და უკვე 08:05 საათიდან ელექტროენერგია ეტაპობრივად აღუდგა თბილისსა და რეგიონების დიდ ნაწილს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მიწოდების სრულად აღდგენა უმოკლეს დროში დასრულდება, ხოლო პარალელურად ავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ შეფერხებით მუშაობდა მეტრო და გაჩერებული იყო საქართველოს რკინიგზაც. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ავარიული გათიშვა 24 ივლისსაც მოხდა, თუმცა მისი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. რას უკავშირდება ეს პრობლემა და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები და ექსპერტები -