17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს საქმის პროკურორი - Palitra News

17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს საქმის პროკურორი

2026-07-25 12:43:51+04:00

ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალი ოთხი მუხლით წარედგინა. საქმეზე ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, ორი დღის წინ შანიძის ქუჩაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც სამი ახალგაზრდა დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი - ნიკოლოზ ღუნაშვილი, მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მომდევნო დღეს, საცხოვრებელ სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს, ნიკა კაპანაძე პოლიციელების მიმართაც შეეცადა იარაღის გამოყენებას. წინააღმდეგობისას მან დაზიანებები მიიღო და ამჟამად ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს.