„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებას, ბრალის აღიარებასა და შეწყალების მოთხოვნას არ განიხილავს.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად იღებს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ვითარების პირობებში სამართლის მიღწევა სასამართლოში შეუძლებელია და ცვლილებები მხოლოდ საზოგადოების ერთიანი წინააღმდეგობით იქნება შესაძლებელი. ნადირაძე ასევე აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთის მიუხედავად, საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.