ქუთაისში სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს - Palitra News

ქუთაისში სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

2026-07-25 12:45:30+04:00

ქუთაისში სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები აიყვანეს. გამოძიების ვერსიით, მათ 91 მყიდველის მიერ ბინებისა და კომერციული ფართებისთვის გადახდილი 1 258 332 დოლარი და 411 897 ლარი მიზნობრივად არ გამოიყენეს და მიითვისეს. გარდა ამისა, გამოძიება ამტკიცებს, რომ დამატებითი სარგებლის მისაღებად 15 მოქალაქეს არარსებული, ე.წ. „ჰაერის“ ფართები მიჰყიდეს და კიდევ 430 ათას დოლარს დაეუფლნენ. საერთო ზარალი 1 688 374 დოლარსა და 411 897 ლარს აღემატება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.