თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობასა და კანაფის კულტივირებას ედავებიან. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს „მეთადონი“, დაახლოებით 31 კილოგრამი კანაფი, გამომშრალი მარიხუანა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სპეციალურად მოწყობილი სათბურები. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რომლებიც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.