ქვემო ქართლში სატვირთო ავტომობილის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა მისი ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და დააკავეს. მოპარული ავტომობილი პოლიციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინა და ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.