ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ შვიდი კი დაშავდა - Palitra News

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ შვიდი კი დაშავდა

2026-07-25 12:47:32+04:00

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ შვიდი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, გორგილაძის ქუჩაზე, ხელოვნების უნივერსიტეტთან, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები ბელარუსის მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის არიან ორივე გარდაცვლილიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.