ელექტროენერგიის მაშტაბურად გათიშვა - რას ამბობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები - Palitra News

ელექტროენერგიის მაშტაბურად გათიშვა - რას ამბობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები

2026-07-25 15:39:39+04:00

დღეს დილით საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთით ავარიულად შეწყდა. გათიშვა დაახლოებით დილის 8 საათზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. „ენგურჰესის“ დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, პრობლემა 500-კილოვოლტიანი „იმერეთის“ ხაზის გათიშვამ გამოიწვია, რამაც ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმი დაარღვია. მისივე თქმით, მიმდინარეობს აგრეგატების ჩართვა და სისტემის სრულად აღდგენა. ავარიის გამო შეფერხებით მუშაობდა თბილისის მეტრო, დროებით შეჩერებული იყო რკინიგზაც. შემთხვევის მიზეზს შესაბამისი უწყებები ამ დრომდე იკვლევენ.