იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - Palitra News

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

2026-07-25 15:44:02+04:00

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გამოძიების ინფორმაციით, 22 ივლისს თბილისში ბრალდებული ონისე ოქრიაშვილს ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო ფიზიკურად გაუსწორდა და რამდენჯერმე თავისა და სხეულის არეში დაარტყა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ძალადობის ფაქტზე წარედგინა.