როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის დასანქცირებას - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის დასანქცირებას

2026-07-25 15:44:38+04:00

ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეიყვანა. მიღებული გადაწყვეტილებით, საწარმოსთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე შეზღუდვები ექვს თვეში ამოქმედდება, რათა მფლობელებმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამცირონ. სანქციები იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაში მონაწილეობენ. საკითხს საქართველოში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილების გადახედვის იმედს გამოთქვამს, მმართველი გუნდი ევროკავშირთან კომუნიკაციაზე საუბრობს, ხოლო ოპოზიცია ამ ნაბიჯს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისადმი კრიტიკულ გზავნილად აფასებს.